მაუის კუნძულზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა

ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ABC News ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

კუნძულზე შექმნილ რთულ ვითარებას 15 აგვისტოს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მილუოკიდან გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფედერალური მთავრობა ჰავაის კუნძულის მთავრობას ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს და დარჩება მათ გვერდით “სანამ საჭირო იქნება”.

შტატის გუბერნატორ, ჯოშ გრინის თქმით,  ლაჰაინას ისტორიული თემის დიდი ნაწილი “განადგურდა”, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ათასობით საცხოვრებელი და კომერციული შენობა.

13 აგვისტოს მდგომარეობით​ ლაჰაინაში განადგურებული, თითქმის 2700 შენობების სავარაუდო ღირებულება 5,6 მილიარდი დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები