“გამარჯვების გზა გრძელი და რთული იქნება” – უკრაინის ვიცე-პრემიერი
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა თანამემამულეებს მოუწოდა, გულწრფელად შეხედონ სიმართლეს თვალებში.
მისი აზრით, უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი განსაცდელი ელოდება და მზად უნდა იყნენ იმისთვის, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ადრე იყო ნათქვამი.
“ორი-სამი კვირა”, “წლის ბოლომდე”, “მომავალ გაზაფხულზე” – ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება”, – დაწერა ვერეშჩუკმა ტელეგრამის არხზე.
მისი თქმით, ქვეყნის მოქალაქეებმაც და ხელისუფლებამაც რომ გაიმარჯვონ ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის უნდა მოემზადონ.
.„ჩვენ ვემზადებით მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, თორმეტ რაუნდიანი ბრძოლისთვის და არა სამიანი“, – დასძინა ვერეშჩუკმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევა, რომლისგანაც ბევრი ელოდა სწრაფ და ეფექტურ შედეგებს, უფრო ნელა მიმდინარეობს, “ვიდრე ჩვენ გვსურს”.