უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი უროჟაინე გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში სოფელი უროჟაინე გაათავისუფლეს, რისთვისაც ბოლო დღეებში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
„გათავისუფლებულია უროჟაინე. ჩვენი მცველები საზღვრებზე ფიქსირდებიან. შეტევითი ქმედებები გრძელდება”,- დაწერა მან.
14 აგვისტოს მალიარი წერდა, რომ სამხედროებმა უროჟაინიში “გარკვეულ პროგრესს” მიაღწიეს. სოფლის შტურმი აგვისტოში დაიწყო.
გასული კვირის ბოლოს, New York Times-მა ანალიტიკოსებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დანგრეული სოფელ სტარომაიორსკოეს მიდამოში დამკვიდრდნენ და უროჟაინისკენ მიიწევიან.