სოროსის ფონდი ევროკავშირში საქმიანობას თითქმის სრულად წყვეტს

უნგრელ-ამერიკელი ფინანსისტის, ინვესტორის და ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ღია საზოგადოების ფონდები ევროკავშირში საქმიანობას თითქმის მთლიანად წყვეტენ.

მედიის ცნობით, აღნიშნული ფონდის რესურსები მსოფლიოს სხვა რეგიონებს მოხმარდება.

როგორც ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის 11 აგვისტოს გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, OSF-ის რესურსები ევროპისთვის „უაღრესად შეზღუდული“ იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება გამართლებულია იყო იმით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და მთავრობები მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და მრავალფეროვნების თემებზე. ისინი წერენ, რომ მომავალში ევროპასთან დაკავშირებით ყურადღებას მხოლოდ „მსხვილ გლობალურ საკითხებში მის როლთან დაკავშირებით“ გაამახვილებენ.

ამავდროულად, მომავალ წელს ფონდის რეორგანიზაცია იგეგმება, რის გამოც შესაძლოა მისი ევროპული პროგრამები 2024 წელს დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები