სიონის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

სიონის ტბაში გაუჩინარებული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები