“თუ ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაიშვებიან, თამაშების ბოიკოტისთვის უკვე 35 ქვეყანაა მზად” – დენის შმიჰალი

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, რომლებიც 2024 წელს გაიმართება უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს თუ მასში რუს და ბელარუსელ სპორტსმენებს დაუშვებენ.

როგორც მან ტელეგრამში დაწერა, „სახელმწიფოები, რომლებიც გასვრილი არიან უკრაინელების სისხლით, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში“.

მისივე თქმით, ომის დროს 340 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა, 343 სპორტული ობიექტი განადგურდა ან დაზიანდა.

შმიჰალის თქმით, 35 ქვეყანაა მზად ოლიმპიადის ბოიკოტს შეუერთდეს.

“გაჩნდა ძლიერი საერთაშორისო კოალიცია სამართლიანი სპორტისთვის, მათში 35 სახელმწიფოა”, – წერს პოლიტიკოსი.

მანამდე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობას ინდივიდუალურ შეჯიბრებებში შეძლებენ, მაგრამ მხოლოდ ნეიტრალურ სტატუსში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები