„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 21 მიწის ნაკვეთი ფერმერებს დროებით სარგებლობაში გადაეცა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ აქტიური მუშაობის შედეგად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს, ახალციხის, დმანისის, ბორჯომის, სიღნაღის და ხობის მუნიციპალიტეტებში მდებარე, ჯამში 1012.8102 ჰა, საძოვარი 12 ფიზიკურ პირს, იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით გადაეცათ. საძოვრით სარგებლობის წლიურად გადასახდელი ქირა 13 845 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა. პროგრამის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, მეცხოველეობის განვითარებია და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.