დავით ზალკალიანი: ღრმა თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვთქვამთ ჰავაიზე ხანძრის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ოჯახების მიმართ
აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვთქვამთ ჰავაიზე ხანძრის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ოჯახების მიმართ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა ამერიკელ მეგობრებთანაა, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“, – წერს დავით ზალკალიანი “ტვიტერზე”.