საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ბიბლიოთეკას გიორგი მანაგაძის შთამომავლების ინიციატივით წიგნები შეემატა
“საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ბიბლიოთეკას ქართული ლანდშაფტური დიზაინის ფუძემდებლის, ბაღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილის შემქმნელის გიორგი მანაგაძის შთამომავლების ინიციატივით მნიშვნელოვანი და ღირებული წიგნები შეემატა”,- ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი” ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ნინა და თინა მანაგაძეებს საჩუქრისთვის მადლობას უხდის.
“გიორგი მანაგაძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გახლდათ, რომელმაც ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას – პარტერის მშენებლობას 1947 წელს ჩაუყარა საფუძველი და დღეს ტურისტებისთვის ყველასათვის საყვარელ და შთამბეჭდავ ადგილად ითვლება.
გიორგი მანაგაძის პირადი ლიტერატურა, რომლებიც დაკავშირებულია ლანდშაფტის დიზაინთან, ეკოლოგიასთან და ბაღის დეკორირებასთან უკვე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკაში იქნება დაცული, რაც უდავოდ დიდი საჩუქარია, როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, ასევე დაინტერესებული პირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მადლობას უხდის ნინა და თინა მანაგაძეებს ასეთი მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
