„ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში გასამმაგდა“

„არ შეიძლება, სპორტი ასოცირებული იყოს პოლიტიკასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გადაუწყვეტელი პრობლემა – ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები“, – ასე გამოხმაურა პრემიერ – მინისტრი საქართველოს სპორტული დელეგაციის სოჭში გამგზავრებას და ოლიმპიადაში მონაწილეობის თემას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ განაცხადა, ძალიან რთული და მძიმე იყო საქართველოს სპორტული დელეგაციის სოჭში გაგზავნის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ბოიკოტი არ გამოვუცხადეთ სოჭის ოლიმპიადას.
“ჩვენ შევძელით სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება, გაიზარდა და გასამმაგდა ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, ინტენსიური გახდა სავაჭრო და ადამიანთა შორის ურთიერთობები. ეს ხელს უწყობს ხალხთა შორის ნდობის აღდგენას, რისი მომხრეც ვართ ჩვენ, მთავრობა. ვიზიარებ შეფასებას, რომ ასეთი ტიპის კონტაქტები და სპორტში თანამონაწილეობა ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას. სპორტი აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია. არ შეიძლება, სპორტი ასოცირებული იყოს პოლიტიკასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემა – ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. თქვენ იცით, რომ ოლიმპიადა ტარდება ჩვენს ტერიტორიასთან ახლოს, ვგულისხმობ აფხაზეთს. ამიტომ, ეს იყო სენსიტიური და მძიმე საკითხი, მაგრამ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები