საქართველოს თეატრალური საზოგადოება ზურაბ ყიფშიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს თეატრალური საზოგადოება ზურაბ ყიფშიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავს და ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს.
„ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება დიდი პატივისცემით ულოცავს ყველასათვის საყვარელ მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ზურაბ ყიფშიძეს 70 წლის იუბილეს.
მან, 1971წ. დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, შემდეგ გადავიდა ქ.მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვასა და მაკაროვის სახელოსნო).1976 წლიდან არის კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: „როცა აყვავდა ნუში”, „სურამის ციხე”, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!”, „ნეილონის ნაძვის ხე”, „დონ კიხოტი”, „მარტოხელა მონადირე”, „წუთისოფელი”, „ამბავი სურამის ციხისა” და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება”, „ჩვენი პატარა ქალაქი”, „მამა”, „ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვ. მიღებული აქვს 1997 – რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი „Ника”, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (1997), რუსთავის თეატრალური ფესტივალის გრან-პრი.
1985 მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება;
1990 წელს – გრანპრი სპექტაკლში „დონ ჟუანი”;
1997წ.  – „ოქროს ნიღაბი“ / სპექტაკლი „მამა“; 1998-წ. რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი „ნიკა“ / ფილმი „მოცეკვავის დრო“;
1999წ. – გრანპრი / სპექტაკლი „მამა“;
2017 – წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისთვის „მეფე ლირი“ ; საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია
2017 – წლის საუკეთესო მამაკაცი / სპექტაკლისათვის „მეფე ლირი“.
საქართველოს თეატრალური საზოგადოება უსურვებს, ბატონ ზურას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მომავალ შემოქმედებით წარმატებებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები