მამუკა მდინარაძე: როდესაც თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის, შეუძლებელია რამის პროგნოზირება, ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან

“ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან, მათ შორის ჩვენზე გაცილებით მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში. როდესაც თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის შეუძლებელია რამის პროგნოზირება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შოვში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანი გაფრთხილების სისტემა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, ამ კომპონენტებიდან ბევრი უკვე შესრულებულია.

“იაპონია და ჩინეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არიან ზენიტში. თუკი რაიმე შეიძლება დღევანდელი მოცემულობით ჰქონდეთ, ყველა ტექნიკა აქვთ და მიუხედავად ამისა ჩვენ ვიცით, რომ ისინი სტიქიების ძალიან დიდ პროცენტს ვერ იცილებენ თავიდან და ევაკუაციას ვერ ახდენენ. ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან, მათ შორის ჩვენზე გაცილებით მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში. როდესაც თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის შეუძლებელია რამის პროგნოზირება.

ერთიანი გაფრთხილების სისტემა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. ამ კომპონენტებიდან ბევრი უკვე შესრულებულია. წყლის მონიტორინგის 200-მდე სისტემა არის დამონტაჟებული, მათ შორის 20 არის რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც შემდეგ ანალიზის საშუალება უნდა მისცეს ერთიანი გაფრთხილების სისტემამ და ამან უნდა იმუშაოს. თუ წყლის კომპონენტთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არ არის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ საქართველოში ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დამონტაჟებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც წყლის მონიტორინგის სისტემაში არ დაფიქსირებულა მატება ან კლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები