სოხუმში მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში 25 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე, ალი იბრაგიმოვი და 31 წლის უზბეკეთის მოქალაქე, ოტობეკ სალომოვი დააკავეს, რომლებიც სოხუმის ცენტრში მამკაცის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.

ე.წ.შსს პრესსამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები გალში, ტერეშკოვას ქუჩაზე არიან აყვანილი.

რაც შეეხება მკვლელობას, ის სოხუმში 6 აგვისტოს საღამოს მოხდა. მოკლულია ოკუპირებული აფხაზეთის და თურქეთის ე.წ. მოქალაქე, რიდვან ინხან-იპა.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები