7 აგვისტო ნანა ჯანელიძის დაბადების დღეა
7 აგვისტო რეჟისორ ნანა ჯანელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 66 წელი შეუსრულდა.
დაიბადა 1957 წელს, 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1986-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი; 1981 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის” რეჟისორია; 1996 წლიდან – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის ლექტორი.
არის რეჟისორი ფილმებისა: „დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი” (1978), „მონანიება” (II რეჟისორი, სცენარის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი, 1981-1984), „ოჯახი” (1985), „იავნანა” (1994), „ერთი წვეთი საქართველო” (1999).
მიღებული აქვს ჯილდოები:
რუსეთის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალის მთავარი პრიზი, ფილმისთვის „იავნანა”; ქართული ეკლესიის პრიზი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია; კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სპეციალური პრიზი; პეზაროს კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ფილმისთვის „იავნანა”;
ლაგოვოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ფილმისთვის „იავნანა”.