ილია მეორის კურთხევით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან.
“რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი”,- წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. დღეს საქართველოში გლოვის დღეა.