საგარეო უწყების და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა (ფოტოგალერეა)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2023 წლის 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო დროშები ასევე დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველო-რუსეთის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები