7 აგვისტოს, სტიქიის ადგილას ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი დიდ პანაშვიდს შეასრულებს
7 აგვისტოს, სტიქიის ადგილას ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) სამღვდელოებასთან ერთად დიდ პანაშვიდს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„მსახურება დაიწყება 16:00 საათზე. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტო, ორშაბათი, გამოცხადებულია გლოვის დღედ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.