“სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა” -კობა გაბუნია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის, კობა გაბუნიას განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, უწყების მიერ 78 მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
“საძიებო სამუშაოები სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.
7 პრიორიტეტულ მიმართულებაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ.
ასევე, დღის განმავლობაში დაძლეულ იქნა ე.წ. მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა – აქტიურად მოხდა გზის შევსება ქვის ყრილით და შეიძლება ითქვას რომ დაწყებულია სამძებრო სამუშაოები”,- აცხადებს გაბუნია.