შალვა პაპუაშვილი: ვახტანგ გომელაური ყველაფერში ჩართულია – მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა თუ რატომ არ იმყოფება რაჭაში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

„ბატონი ვახტანგის ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის საკითხი და, აქედან გამომდინარე, ის თავად [გომელაური], ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართულია. მთლიანად ამ უწყებაზე (შსს) დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ხომ ხედავთ, როგორ მუშაობენ მაშველები, როგორ მუშაობს ტექნიკა და ა.შ. უწყება არის სრულად მობილიზებული, ამიტომ, თხოვნა არის, უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად იყოს [კითხვები]“, – განმარტა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები