საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მუშაობას რაჭის სტიქიის ზონაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 78  ერთეული მძიმე ტექნიკა.

“ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე.

ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ბდღვიორაზეც.

დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები