Black Sea Arena – გაუქმებული კონცერტები და ფრანგი მუსიკოსის ამაღელვებელი სიტყვები შოვის ტრაგედიაზე

Black Sea Arena-ს გუნდი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  და 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილ  Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტებს აუქმებს:
„შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ.
ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შოვის ტრაგედიას  ფრანგი მუსიკოსი FKJ გამოეხმაურა. French Kiwi Juice – ასე იშიფრება ფრანგი მულტიინსტრუმენტალისტისა და პროდუსერის Vincent Fenton-ის სასცენო მეტსახელი FKJ. ფსევდონიმის შესაბამისად, ის ნამდვილ საავტორო კოქტეილებს აზავებს ელექტრონული მუსიკით ჯაზითა თუ სოულით…
„სხვა დროს შევხვდებით, საქართველო. მოუთმენლად ველოდი ჩამოსვლას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ფიქრები დაღუპულებთან და მათ ოჯახებთანაა“, –  წერს შოვის ტრაგედიაზე FKJ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები