იორდანია საქართველოს, რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, სამძიმარს უცხადებს
იორდანია საქართველოს სამძიმარს უცხადებს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ემიგრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს მთავრობასა და ხალხს; მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახებს; დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება და ყველა დაკარგულ ადამიანს შინ უსაფრთხო დაბრუნება უსურვეს.