“ეს არის მყინვარი თბილისა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაიწყო შოვის სტიქია – სურათების შედარება გვიჩვენებს მნიშვნელოვან შემცირებას” – რას ამბობს გლაციოლოგი

გლა­ცი­ო­ლო­გი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე აქ­ვეყ­ნებს მყინ­ვარ თბი­ლი­სას ფო­ტო­ებს და წერს, რომ სწო­რედ მყინ­ვა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო შო­ვის სტი­ქია. გალ­ცი­ო­ლო­გი შე­და­რე­ბის­თვის მყინ­ვა­რის ორ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც თვალ­ში­სა­ცე­მია მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა. “ეს არის მყინ­ვა­რი თბი­ლი­სა, რომ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც და­ი­წყო შო­ვის სტი­ქია. სუ­რა­თე­ბის შე­და­რე­ბა გვიჩ­ვე­ნებს მყინ­ვა­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან შემ­ცი­რე­ბას 2010-2012 წლებ­ში. სწო­რედ ასე­თი დიდი შემ­ცი­რე­ბის გამო, 2012 წელს ჩვე­ნი სა­ვე­ლე კვლე­ვის დროს, მყინ­ვა­რის მარ­კი­რე­ბა ვე­ღარ შევ­ძე­ლით. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი ინ­ტე­რე­სის გამო, კი­დევ ერთხელ რომ ხაზი გა­ვუს­ვათ მყინ­ვა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­თვის და გარ­კვე­უ­ლი ციფ­რე­ბიც მო­ვიყ­ვა­ნოთ.

1. ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ბოლო ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ 2000-2020 წლებ­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 320 კვ კმ-ით (23%) შემ­ცირ­და. შე­და­რე­ბის­თვის, ეს იგი­ვეა, რაც მთლი­ა­ნი აბა­შის რა­ი­ო­ნის ფარ­თო­ბი (322 კვ კმ). კი­დევ უფრო მეტი შე­და­რე­ბის­თვის, ამ პე­რი­ო­დის შემ­ცი­რე­ბა ოთხჯერ მა­ღა­ლია 1911-1960 წლე­ბის ანა­ლო­გი­ურ მო­ნა­ცე­მებ­თან. სამ­ჯერ მა­ღა­ლი ვიდ­რე ეს იყო 1960-1986 წლებ­ში, და ორ­ჯერ მა­ღა­ლი ვიდ­რე იყო 1986-2000 წლებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი დნო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა 2014 წლი­დან. პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 2022 წელს ჟურ­ნალ­ში The Cryosphere და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის ღია წვდო­მის ბმულ­ზე https://tc.copernicus.org/articles/16/489/2022/ 2. ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მე­ო­რე კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ ფარ­თო­ბის შემ­ცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მცირ­დე­ბა კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე, მასა, და მო­ცუ­ლო­ბა.

მა­გა­ლი­თად, მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლო­წ­ლი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი 2000-2010 წლებ­ში შე­ად­გენ­და 50 სან­ტი­მეტრს, ხოლო 2010-2019 წლებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკვე 1.5-ჯერ იყო მო­მა­ტე­ბუ­ლი და შე­ად­გენ­და 75 სან­ტი­მეტრს. სა­ერ­თო ჯამ­ში ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით 2000-2019 წლებ­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის მასა 13 კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რით შემ­ცირ­და, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­არ­დი ტონა წყლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 2022 წელს ჟურ­ნალ­ში Atmosphere და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის ღია წვდო­მის ბმულ­ზე https://www.mdpi.com/2073-4433/13/2/256…”, – აღ­ნიშ­ნავს ლე­ვან ტი­ელი­ძე.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები