„მყინვარის მიერ წალეკილმა მასამ დასახლებულ პუნქტს 8-10 წუთში მიაღწია“ – რას წერს ნინო ფოჩხუა

არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი! – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, 3 აგვისტოს, მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია მყინვარზე ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით მოწყდა 15:00 საათზე, ხოლო დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა და მყინვარის მიერ წამოლეკილმა მასამ მიაღწია დაახლოებით 8-10 წუთში.

„ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია არ გაატაროთ და არ დაუჯეროთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ არარაობებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეწყრული პროცესები მყინვარზე თითქოს 2 დღით ადრე დაიწყო და დაგუბებულმა მდინარემ შემდეგ ჩამოიტანა ტყის და მიწის დიდი მასა. ეს არის ტყუილი!!!

სიმართლე არის შემდეგი – 3 აგვისტოს, მყინვარზე პირველი ბიძგი დილის 11 საათზე დაფიქსირდა. ბიძგმა გამოიწვია მყინვარზე ქანური მოძრაობის პროცესი. მყინვარს უდიდესი ნაწილი დაახლოებით მოწყდა 15:00 საათზე, ხოლო დასახლებულ პუნქტს ღვარცოფმა და მყინვარის მიერ წამოლეკილმა მასამ მიაღწია დაახლოებით 8-10 წუთში. ეს არის სიმართლე – ამ სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო!!!“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები