ვასილ მაღლაფერიძე: გარეშე პირების მხრიდან სოციალური ქსელების გადავსება ენაზე მომდგარი ჭკუის დარიგებებით და გადაუმოწმებელი ინფორმაციებით მხოლოდ პანიკას თესავს, რაც ხელს უშლის სამაშველო ოპერაციას

მაშველობა არის ურთულესი პროფესია, რასაც სჭირდება სათანადო ცოდნა, გამოცდილება და მუდმივი ვარჯიში. ეს არ გახლავთ ფეხბურთის მწვრთნელობა, რაც ყველა გულშემატკივარს დაბადებიდანვე ეხერხება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასეთ დროს გარეშე პირების მხრიდან სოციალური ქსელების გადავსება ენაზე მომდგარი ჭკუის დარიგებებით და გადაუმოწმებელი ინფორმაციებით მხოლოდ პანიკას თესავს და ქაოსს ქმნის, რაც ხელს უშლის სამაშველო ოპერაციას.

„მაშველობა არის ურთულესი პროფესია, რასაც სჭირდება სათანადო ცოდნა, გამოცდილება და მუდმივი ვარჯიში. ეს არ გახლავთ ფეხბურთის მწვრთნელობა, რაც ყველა გულშემატკივარს დაბადებიდანვე ეხერხება. მაშველები სტიქიის დროს მოქმედებენ როგორც ექიმები ოპერაციის დროს და მათ უნდა მიიღონ ყველა გადაწყვეტილება. ამ დროს გარეშე პირების მხრიდან სოციალური ქსელების გადავსება ენაზე მომდგარი ჭკუის დარიგებებით და გადაუმოწმებელი ინფორმაციებით მხოლოდ პანიკას თესავს და ქაოსს ქმნის, რაც ხელს უშლის სამაშველო ოპერაციას.

P.S. ასევე დიდი პასუხისმგებლობა აწევთ ჟურნალისტებს, სწორედ ამიტომ  უამრავი წესი და ნორმაა შემუშავებული, თუ როგორ უნდა მუშაობდეს მედია ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები