ნატალია ხურციძე: ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, უნდა მიმართოს შოვში განთავსებულ ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს

ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს, – ამის შესახებ ნატალია ხურციძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში მანამ, სანამ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

„ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს.

აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში მანამ, სანამ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე:

032 2 501 105

ან დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ადგილობრივ წარმომადგენლებს:

599 93 11 92 – ნონა ბაკურაძე

599 17 14 85 – ნატო დვალი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცხელი ხაზი იმუშავებს დღეს ღამის 12 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას: 9:00-21:00-მდე“, – წერს ნატა ხურციძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები