4 აგვისტო ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა

1935 წლის 4 აგვისტოს მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი, ვახუშტი კოტეტიშვილი დაიბადა.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1965 –1977 წლებში იყო თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ–ხელმძღვანელი 1994 წლიდან; პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები –1958 წელს; იყო თსუ-ის ირანული ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; შემდეგ – უფროსი მასწავლებელი; თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი;
1994 წლიდან ფოლკლორის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია; 1995 წლიდან ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში; სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი”, ჯამის „ლირიკა”, ჰაფეზის „ლირიკა” და სხვა.
გადმოაქართულა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა; ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისთვის მიღებული აქვს ქართულ-ევროპული ინსტიტუტისა (1990, პარიზი) და ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს (1995, ვენა) პრემია. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის შესწავლისა და მისი პოპულარიზების საქმეში. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი სპარსულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და საგანგებო სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „აფეზის ლირიკის გაგებისათვის”, დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა”, დაიცვა 1975 წელს.
იყო პრემია „საგურამოს” და ლიტერატურული პრემია „საბას” მფლობელი, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები