ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ოკუპირებულ გალში მცხოვრები 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ახალგაზრდა გოგონას დედამ, იამზე აგუმავამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო უწყებები მასთან კონტაქტზე იმყოფებიან და ინფორმაციას აწვდიან, საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

„28 ივლისს გაუჩინარდა ჩემი გოგონა, დაკარგვიდან მე-6 დღეა. საგამოძიებო უწყებები ჩემთან კონტაქტზე არიან და ინფორმაციას მაწვდიან. 100%-ით თქმა არ შემიძლია, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ როგორც გავიგე, დააკავეს ერთი პიროვნება, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა ჩემი შვილი, მაგრამ ის სახლი ჯერ არავის დაუბრუნებია. ჯერჯერობით ჩემთვის სხვა ინფორმაცია ცნობილი არ არის“, – აცხადებს იამზე აგუმავა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია ბახტაძე ოლორის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას დედამ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები