დღეს საგურამოში „ილიაობის” დღესასწაული გაიმართება

2 აგვისტოს, 17:00 საათზე, საგურამოში „ილიაობის” დღესასწაული გაიმართება.
2023 წლის „ილიაობის” მასპინძლები დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მხარეთა წარმომადგენლები იქნებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ილიაობას” საგურამოს სახლში მთის კულტურა იქნება წარმოდგენილი. მთელი დღის განმავლობაში, ილიას მუზეუმის ეზოში  გაჟღერდება ფშაური სიმღერები;
წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული კუთხეები, ფშავ-ხევსურთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი სამუზეუმო ნივთები; ხალხური რეწვისა და თექის ნიმუშები; მთის სამზარეულო – დამბალ-ხაჭო, ფშაური ხინკალი…
დღის კულმინაცია იქნება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები