ვარინკას ლეგენდა ცოცხლდება – ზესტაფონში „სულიკოს“ პრემიერა გაიმართება

2 აგვისტოს, 18:30 საათზე, ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  „სულიკოს’ პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი ზესტაფონის თეატრისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია.
„ვარინკას ლეგენდა ცოცხლდება… ბევრისთვის უცნობი დეტალებით იმოგზაურებთ არაჩვეულებრივი ქალის, ზესტაფონის და იმერეთის ექსკლუზიურ ეპოქაში.
იდეის ავტორი: ვატო ჯუღელი; პიესის ავტორი: ნინია სადღობელაშვილი;  ისტორიული წყარო: ნოდარ თურმანიძე.
რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე; მხატვარი: თეო კუხიანიძე.
მონაწილეობენ: გიორგი გლოველი, გიორგი გიორგიძე, კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, ბადრი ტაბატაძე (იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი), ანა ბერელაშვილი, თემურ კიკნაველიძე, ნანუკა ისიანი, დათო ჩოგოვაძე, ანანო ლომიძე, ანა ბანძელაძე, ზურაბ აბესაძე,ნანუკი მაკრახიძე, თემურ ქველიაშვილი, გიორგი (უმცროსი) გლოველი, მარიამ კაციტაძე, ნიკოლოზ ქლიბაძე, რომან ნებიერიძე
სპექტაკლში გამოყენებულია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, დები იშხნელების და ქართული ფოლკლორული მუსიკალური კომპოზიციები.
დიზაინი: ხატია დავითაშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები