ვლადიმერ ბოჟაძე: ამერიკაში შეიძლება, დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენონ და საქართველოში PVT-ის(პარალელური დათვლის) შედეგების გამყალბებელ ISFED-ს ამერიკის საელჩო გადაეფაროს და USAID/Georgia-მა დაფინანსებაც გაუგრძელოს, არც საქმე არ უნდა აღიძრას, არც სიმართლე დადგინდეს და არც დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს

2020 წლის პარლამენტის არჩევნების წინასწარი ოფიციალურს შედეგებს არ დაემთხვა ISFED-ის მიერ, USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული PVT და ვერ დაემთხვეოდა, რადგან არჩევნებისგან განსხვავებით PVT, წინასწარ დაგეგმილი სქემით გაყალბდა, გაყალბდა იმიტომ, რომ ოპოზიციას ჰქონოდა პარლამენტში არშესვლის ,,საბაბი” და საზოგადოებაც ,,დაერწმუნებინათ” თითქოს არჩევნები გაყალბდა!, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბოჟაძე დონალდ ტრამპისთვის არჩევნების შედეგებზე მანიპულაციის მცდელობის გამო დამძიმებულ ბრალდებას აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში, ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამყალბებელ ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” (ISFED), აშშ-ის საელჩო გადაეფარა, USAID-მა კი შეცდომა “დიდსულოვნად შეუნდო” და დაფინანსება გაუგრძელა.

მისი თქმით, საგულისხმოა, რომ 2003 წლის რევოლუციას სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები (PVT) დაედო საფუძვლად. 2020 წლის არჩევნების შემდეგ კი, სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების გამო, წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ ხალხმა და სახელმწიფომ არ მისცა.

,,რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს”! მას შემდეგ რაც ფაქტობრივად დადასტურდა, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება, მას ახალი ბრალი წაუყენეს: ,,არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა!

ანუ ამერიკაში შეიძლება დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენონ და საქართველოში PVT-ის(პარალელური დათვლის) შედეგების გამყალბებელ ISFED-ს ამერიკის საელჩო გადაეფარილოს და USAID/Georgia-მა დაფინანსებაც გაუგრძელოს, არც საქმე არ უნდა აღიძრას, არც სიმართლე დადგინდეს და არც დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს!

2020 წლის პარლამენტის არჩევნების წინასწარი ოფიციალურს შედეგებს არ დაემთხვა ISFED-ის მიერ, USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული PVT და ვერ დაემთხვეოდა, რადგან არჩევნებისგან განსხვავებით PVT, წინასწარ დაგეგმილი სქემით გაყალბდა, გაყალბდა იმიტომ, რომ ოპოზიციას ჰქონოდა პარლამენტში არ შესვლის ,,საბაბი” და საზოგადოებაც ,,დაერწმუნებინათ” თითქოს არჩევნები გაყალბდა! ISFED-მა, რომელიც არჩევნებს 1995 წლიდან აკვირდება(2003 წელს ვარდების რევოლუციის მიზეზი მათი PVT იყო), თურმე არ იცის, რომ შედეგები ,,ნამდვილი ხმებიდან” უნდა დაითვალოს და არა მოსული ამომრჩევლების რაოდენობიდან, ანუ ბათილი ბიულეტენების გარეშე! 1100-ზე მეტი ადამიანი იყო გრძელვადიანი და მოკლე ვადიანი დაკვირვების პროცესში ჩართული, 1100-ზე მეტი ადამიანი იყო PVT-ის გაყალბების პროცესში ჩართული და ვერავინ აღმოაჩინა ,,შეცდომა”, მათ შორის ვერც დონორმა. 2020 წლის 11 დეკემბერს, როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა და ,,არჩევნების გაყალბების” მიზეზით ოპოზიცია არ დაესწრო სხდომას(ანუ როცა ამოცანა შესრულდა), მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს ,,შეცდომა” რომელიც ამერიკის საელჩომ და USAID-მა დიდსულოვნად შეუნდო და აპატია ISFED-ს. 6 თვის განმავლობაში არ შედიოდა ოპოზიცია პარლამენტში, ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს, მართავდნენ აქციებს, აჯანჯღარებდნენ ქვეყანას, მხოლოდ გაყალბებული პარალელური დათვლის საფუძველზე, წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით. საქართველოს სახელმწიფომ და ხალხმა არავის მისცა ქვეყნის არეულობის და დესტაბილიზაციის, რევოლუციის მოწყობის საშუალება, თუმცა მსურველი შიგნით თუ გარეთ ბევრი იყო!

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენება და ISFED-ის დაცვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ორმაგი სტანდარტების არსებობას და შერჩევითი სამართლის განხორციელების მცდელობას, ამერიკაშიც და საქართველოშიც. თუმცა სიმართლე ერთია, ეს სიმართლე იცის ხალხმა და არც 2024 წელს და არც არასდროს გამოუვა ვინმეს სახელმწიფო გადატრიალება და სისხლიანი რევოლუცია!

საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები