რუსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ოკუპირებულ აფხაზეთში ეპატიჟებიან

ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, მიიღოს რუსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ტურისტული მარშრუტის ფარგლებში ბათუმის პორტში ორჯერ შევიდა და ორივეჯერ გემს პროტესტით დახვდნენ.

აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ რუსულ მედიას დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განუცხადა.

“რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, ხოლო გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში, საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება”, – განუცხადა მან TASS.

მისი თქმით, “სოხუმის პორტი ტექნიკურად მზადაა “ასტორია გრანდეს” ტიპის გემების მისაღებად. მოხარული ვართ მოგიწვიოთ ჩვენთან, აფხაზეთში და გპირდებით, რუსი ტურისტების თბილ დახვედრას აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები