ოკუპირებულ აფხაზეთში ძალაში შევიდა ე.წ.კანონი საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმში გამოჩენის აკრძალვის შესახებ

ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელი აგვისტოდან ძალაში შევიდა ე.წ. კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში “არასათანადო ფორმით” გამოჩენის აკრძალვის შესახებ.

8 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ე.წ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ქუჩებში, მოედნებზე, პარკებში შიშველი ტანით ან საცურაო კოსტიუმით გამოჩენის აკრძალვის შესახებ.

ასეთი ფორმით გამოჩენა ტურისტებს ჯარიმის სახით უკვე 6 ათასი რუბლი (200 ლარამდე) დაუჯდებათ.

ე.წ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ე.წ ბიუჯეტს ტურისტები ავსებენ, თუმცა, “არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, აფსუარას სულისკვეთებით ახალგაზრდების აღზრდა”.

ე.წ. კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში “არასათანადო ფორმით” გამოჩენა აღშფოთებას იწვევს არა მხოლოდ უფროს თაობაში, არამედ – ადგილობრივ ახალგაზრდებში.

არასათანადო ფორმით ხალხში გამოჩენა ადგილობრივებსაც ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები