ზურაბ ქადაგიძე – მიხეილ სააკაშვილზე: მაშინ, როდესაც ამ გარეწარის დიქტატურის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ და ხალხს აწამებდნენ, ეს უსამშობლო ვიგინდარა ზის ოროთახიან პალატაში და აქეთ იმუქრება

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის facebook-სტატუსს სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის! რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!”
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ და ხალხს აწამებდნენ, ეს უსამშობლო ვიგინდარა კი ოროთახიან პალატაშია და იმუქრება.
„მაშინ, როდესაც ამ გარეწრის დიქტატურის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ და ხალხს აწამებდნენ, ეს უსამშობლო ვიგინდარა ზის ოროთახიან პალატაში და აქეთ იმუქრება. მიაბრძანეთ სადაც მისი ადგილია!!!”, – წერს ქადაგიძე facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები