„საქართველო წმინდა მიწაზე“ – იერუსალიმი ღონისძიებას უმასპინძლებს

9 აგვისტოს, 19:00 საათზე, იერუსალიმის კულტურის ცენტრში „ჰარმონია“ პირველი ღონისძიება „საქართველო – წმინდა მიწაზე” გაიმართება სერიიდან: „ყველა დროშა გვესტუმრება”.
იერუსალიმის სათემო სახლის ინფორმაციით, მთელი საღამოს განმავლობაში ქართულ მუსიკას დაუკრავენ ალექსანდრე სკვორცოვი (ვიოლინო) და აშერ ბუკა (გიტარა).
საღამოს პროგრამა:
პრეზენტაცია წიგნისა „გრიგოლ ფერაძის დღიურები. პალესტინა, (א”י) 1936″ (თარგმანი პოლონურიდან).
მომხსენებლები: წიგნის რედაქტორი, კომენტარებისა და ისტორიული ნარკვევის ავტორი, გიდი ელეონორა გოროხოვსკაია;
„გათხრები 2020 – 2021 წწ სიონის მთაზე: პეტრე ივერის მონასტრის მდებარეობის ახალი ვერსია” – ისტორიკოსი და არქეოლოგი მიხაილ ჩერნინი.
მონაწილეები:
დოქტორი ჰენრიკ პაპროცკი (ვარშავა);
დოქტორი ბესიკ ხურცილავა (თბილისი, Zoom-ის საშუალებით);
დოქტორი იანა ჩეხანოვეცი (ბენ გურიონის უნივერსიტეტი);
დოქტორი ალა ნაგორსკაია (ისრაელის სიძველეთა უწყება);
პროფ. ვლადიმერ ჭელიძე (იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი);
მიხაილ კოროლი (გიდი);
ევგენი ოზეროვი (მხარეთმცოდნე).

მისამართი: იერუსალიმი,  ქ. კორეში, 1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები