ირაკლი კობახიძე: რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი

“რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, ეს ნიშნავს იმას, რომ 20-30 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება.

„იხილეთ განცხადებები, რუსი ტურისტები საერთოდ არ უნდა შემოვიდნენო. მე არ ვიცი, ვინმე ეთანხმებით ამას? დარწმუნებული ვარ, არავინ ეთანხმებით. მაგალითად, რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები