ირაკლი კობახიძე – ბათუმის აქციაზე: არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა

არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა. ძალადობა ხომ იყო იქ? კვერცხების სროლა და ა.შ. ესეც ძალადობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბათუმში გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძემ ასევე „პრაიდის კვირეული“ მთავარი ღონისძიების დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს. 7-8 ივლისს იყო უხეში ძალადობა, გუშინ იყო შედარებით რბილი ძალადობა, მაგრამ ძალადობა ძალადობაა. იქ 3 ათასი კაცი იყო შეკრებილი, ლისზე და არ იყო არცერთი პარტიის წარმომადგენელი შეკრებილი. ხალხის პროტესტი არავის დაურქმევია ამისთვის. მაგრამ როცა 150 კოლექტიური ნაციონალი იკრიბება სადღაც და ამას არქმევ ქართლი ხალხის პროტესტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები