ზურაბ ქადაგიძე – გივი თარგამაძეზე: ეს ნაძირალა რომ სულის ამოხდით გვემუქრებოდა ყველას, ხომ გახსოვთ? ახლა პოლიციელებს ემუქრება, ეს არამზადა
„სანამ თარგამაძისნაირი უსამშობლოები მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰო და, ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძის განცხადების საპასუხოდ წერს.
„ეს ნაძირალა რომ სულის ამოხდით გვემუქრებოდა ყველას, ხომ გახსოვთ?
ჰოდა ახლა, დანდობა არ იქნებაო, თან პოლიციელებს ემუქრება, ეს არამზადა.
აი, სად იგეგმება ეს აბსურდი, სადაც ტურისტებს დასდევენ და გემებს აპროტესტებენ. ეგზალტირებული სექტა ჰყავთ მოქოქილი და ამ სიგიჟეებს აკეთებინებენ, მერე თვითონ გამოდიან ასეთი განცხადებებით და იმუქრებიან.
არ გამოსწორდება „ნაცმოძრაობა”, რა მოძალადე იყო ხელისუფლებაში იგივე დარჩა და 2024 წელს ეს მოძალადე ნაძირლები, სამუდამოდ უნდა გაიხვეტონ პოლიტიკიდან.
სანამ თარგამაძისნაირი უსამშობლოები მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰოდა ეს, სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!”, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.