რუსეთის საგარეო უწყებაში ბელარუსიდან ბირთვული იარაღის გატანის პირობა დაასახელეს

ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ჰიპოთეტურ გაყვანაზე საუბარი, მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აშშ და ნატო დესტრუქციულ კურსს შეეშვებიან, ევროპიდან ამერიკულ ბირთვულ იარაღს გაიტანენ და ინფრასტრუქტურას გაანადგურებენ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პოლიშჩუკმა.

„ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება, ნატოსა და ვაშინგტონის გრძელვადიან ბირთვულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ პოლიტიკაზე პასუხია, ისევე როგორც ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო დროს, ევროპის უსაფრთხოების ძირითად სფეროებში მოხდა”,- თქვა დიპლომატმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავდა საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები