პაკისტანში წინასაარჩევნო აქციაზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 44 ადამიანი ემსხვერპლა – 200-მდე დაშავდა

პაკისტანში პარტია ჯამიათ ულემ ისლამ-ფაზლის წინასაარჩევნო აქციაზე აფეთქება მოხდა, რასაც სულ მცირე 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 200-მდე დაშავდა. თუმცა, ძალოვანები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იყოს, რადგან შეკრებას 500-მდე მოქალაქე ესწრებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა თავად პარტიის ლიდერი, მულან ზიაულა, რომელიც აფეთქების დროს ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავდა.

აფეთქება ჩრდილო-დასავლეთ ბაჯაურის რაიონში მოხდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ აფეთქება შესაძლოა, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა.

JUI-F უმსხვილესი რელიგიური პარტიაა, რომელიც პაკისტანის პარლამენტში სამთავრობო კოალიციის შემადგენლობაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები