ოკუპანტებმა კრივოი როგი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას კრივოი როგი დაბომბეს. ერთი რაკეტა საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, მეორე კი -,საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას.

როგორც უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, “მეორე რაკეტამ გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსის მე-4-მე-9 სართულების მონაკვეთი. ხანძარი გაჩნდა. 10:15 საათის მდგომარეობით, ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა“.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ხანძარს აქრობენ და ნანგრევებს ასუფთავებენ, რომლის ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს.

“რაშისტებმა” დღეს ასევე ხერსონი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი შეეწირა.

ორივე იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ბოლო დღეებში მტერი ჯიუტად ურტყამს ქალაქებს, ქალაქის ცენტრებს. ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს და საცხოვრებელს. მაგრამ ეს ტერორი არ შეგვაშინებს და არ გაგვტეხს. ვმუშაობთ და ჩვენი ჩვენი ხალხის გადარჩენით ვართ დაკავებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები