მიხეილ დაუშვილი: ლაინერის შემოსვლა კი არ არის მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა როგორ და საითკენ იცვლება

“ცალკე აღებული ლაინერის შემოსვლა კი არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მთლიანად დიდ სურათში, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა როგორ იცვლება და საითკენ იცვლება”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების პროტესტი ბუნებრივია.

„ფაქტია, უფრო და უფრო მეტად იზრდება რუსული გავლენები საქართველოში და ამ ლაინერის შემოსვლა არის ერთ-ერთი მიმართულება სხვა მიმართულებებთან ერთად, რომლითაც იზრდება რუსული გავლენები საქართველოში. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება დასავლეთს, ჩვენს ყველაზე ძლიერ მოკავშირეებს გვაშორებს და ამით ავტომატურად გვაახლოებს რუსეთთან, იზრდება რუსული გავლენები საქართველოში. ამით ქვეყანა უფრო და უფრო დაუცველი ხდება ოკუპანტის წინაშე. ფაქტობრივად, მარტონი ვრჩებით რუსეთის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება უფრო და უფრო სუსტდება. უნდა გვესმოდეს, რომ ამ დროს მოქალაქეების პროტესტი ნორმალურია. ასეც უნდა ხდებოდეს, გასაგებია, რომ ადამიანების დიდ რაოდენობას უბრალოდ არ მოსწონს ეს ყველაფერი და არ მოსწონს ის, რომ რუსული გავლენები იზრდება“, – განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” გამთენიისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები