“რუსეთს ომისგან მოსახლეობის დაცვა არ შეუძლია” – ბრიტანული დაზვერვა

ჯარში გაწვევის მზარდი შანსები, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა, შიდა რეპრესიების უპრეცედენტო დონე და “ვაგნერის” აჯანყება – ხაზს უსვამს რუსეთის სახელმწიფოს უუნარობას, დაიცვას მოსახლეობა ომისგან.

ამის შესახებ ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ რუსეთის ხელისუფლება პრიორიტეტს ანიჭებს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რაც საშუალებას მისცემს, მოქალაქეები ჯარში სწრაფად და მასობრივად გაიწვიოს.

ივლისის შუა რიცხვებში სახელმწიფო დუმამ გაზარდა სამხედრო გაწვევის მაქსიმალური ასაკი 27-დან 30 წლამდე, ხოლო ამჟამინდელი ქვედა ზღვარი – 18 წელზე შენარჩუნდა.

24 ივლისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რეზერვში მყოფი მოქალაქეების ასაკობრივი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება – უფროსი ოფიცრების მობილიზება 70 წლამდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები