“ვაგნერმა”დაქირავებულთა აყვანა შეწყვიტა

კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დაქირავებულთა აყვანა შეწყვიტა.

ამის შესახებ ის მისი ტელეგრამ არხების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს.

”ამ დროისთვის, აყვანის ცენტრების გახსნის დრო ჯერ არ არის განსაზღვრული. პერსონალის დეფიციტს არ განვიცდით, არ ვგეგმავთ ახალი ნაკადის აყვანას”, – თქვა მან.

მანამდე, კამპანიის ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვაგნერი” რეგიონული ცენტრების მუშაობას წყვეტს.

პრიგოჟინმა თქვა, რომ “ვაგნერი” აგრძელებს მუშაობას აფრიკასა და ბელარუსის „საწვრთნელ ცენტრებში“ და დასძინა, რომ კომპანიის დაქირავებულთა უმეტესობა ამჟამად შვებულებაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები