ნინო წილოსანი: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა

სურვილი და მოლოდინიც გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს და ითამაშებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ველოდებით ახალი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში. სურვილი და მოლოდინიც გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს და ითამაშებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ძლიერდებოდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის საერთო მიზნები, რომელიც გვაკავშირებს ამ ურთიერთობას ნამდვილად უალტერნატივოს ხდის. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, დიპლომატების დონეზეც და მისი, როგორც აქტორის დონეზეც ეს ურთიერთობა იყოს გაღრმავებული და გაუმჯობესებული“, – განაცხადა წილოსანმა

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები