ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 2000 წლის რომაული გემი იპოვეს (ვიდეო)
ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ნაპოვნია ძველი რომაული სატვირთო გემი ასობით დოქით. ამის შესახებ გამოცემა „The Guardian“ იტყობინება.
ჭურჭელი ძვ.წ. I ან II საუკუნით თარიღდება. ის იტალიის საპორტო ქალაქ ჩივიტავეკიასთან, რომიდან 80 კილომეტრში ნახეს.
გემი დაახლოებით 160 მეტრის სიღრმეზე იყო. მასზე ასობით უძველესი დოქი იპოვეს.
„ეს განსაკუთრებული აღმოჩენა არის რომაული გემის ჩაძირვის მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელიც ზღვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ცდილობდა სანაპიროზე მისვლას და მოწმობს უძველესი საზღვაო სავაჭრო გზების არსებობას. გემი იტალიის მემკვიდრეობის პოლიციის განყოფილებამ იპოვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვარაუდობენ, რომ გემის სიგრძე 20 მეტრი იყო. ის ატარებდა ძველ რომაულ დოქებს, რომლებიც ცნობილია როგორც ამფორები. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება Dressel 1 B კლასს. მათი დანიშნულება უცნობია.