იაპონიამ მსოფლიოში უძველესი ბირთვული რეაქტორი აამუშავა

იაპონიაში განახლდა ტაკაჰამას ატომური ელექტროსადგურის ატომური რეაქტორის ფუნქციონირება, რომელიც ფუკუსიმას ავარიის შემდეგ დაკონსერვებული იყო. ამის შესახებ სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია.

„კომპანია Kansai Electric Power-მა განაახლა ატომური რეაქტორი ტაკაჰამას ელექტროსადგურზე, რომელიც  იაპონიის ცენტრალურ ფუკუის პრეფექტურაში მდებარეობს. ის შესაკეთებლად 2011 წელს გამორთეს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოპერატორი კომპანია No1 რეაქტორზე ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის განახლებას ოთხშაბათს, ხოლო კომერციული საქმიანობის დაწყებას 28 აგვისტოს გეგმავს.

ეს რეაქტორი კომერციულ ექსპლუატაციაში შევიდა 48 წლის წინ და დაიხურა დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისთვის 2011 წლის იანვარში. ის უფუნქციოდ დარჩა ფუკუშიმას ბირთვული ავარიის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იმავე წლის მარტში.

საერთო ჯამში, იაპონიაში 40 ბირთვული რეაქტორიდან ამჟამად მხოლოდ 11 მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები