ავსტრალიაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავსტრალიაში MRH-90 სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.

ვერტმფრენი მონაწილეობდა აშშ-ავსტრალიის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით Talisman Saber. ის წყნარ ოკეანეში ჩავარდა ჰამილტონის კუნძულთან. ამ დროისთვის სამხედრო წვრთნები შეჩერებულია.

„ეკიპაჟის ოთხი წევრი ჯერ არ არის ნაპოვნი, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა.

Talisman Saber შედგება ორკვირიანი სამხედრო მანევრებისგან, რომელშიც 11 ქვეყნის 30000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. სწავლება ტარდება ავსტრალიის სხვადასხვა ადგილზე და მოიცავს იმიტირებულ სახმელეთო და საჰაერო ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები