DW: პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ

პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არნოლიდას აბრამავიჩუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამის მიზეზი ბელარუსში განლაგებული „ვაგნერის“ წევრების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებია.

მისივე თქმით, ეს მოსაზრებები რეალურია.

„ეს შეიძლება, იყოს გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც საზღვარზე, მაგალითად, მიგრანტები გადაჰყავთ, რომლებიც ეცდებიან რამე არეულობა გამოიწვიონ საზღვარზე“, – განაცხადა ლიეტუვის შს მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები