იაროსლავ კაჩინსკი: პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვას გაახანგრძლივებს
სოფლის მეურნეობის სფეროს დაცვის მიზნით, პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს, როდესაც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ვადა იწურება, – ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის დონეზე არ გაგრძელდება, ვარშავა ამას თავად გააკეთებს.
„პოლონეთი ვერ გაწირავს თავის სოფლის მეურნეობას და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს უნდა იცოდნენ“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
ამასთან, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინელებს პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით დახმარებას უწევს.
„ჩვენ გვინდა, რომ მათ მოიგონ ეს ომი“, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.